NATO-ს გაფართოებული საზღვაო წვრთნები ბალტიის ზღვაში დაიწყო. ორკვირიან სწავლებას - Baltops 22 წელს შვედეთი მასპინძლობს, რომელშიც ასევე მონაწილეობენ ფინეთის საზღვაო და საჰაერო ძალები. წვრთნებში ჩაერთვება 45 ხომალდი, 76 თვითმფრინავი, 16 ქვეყანა - მათგან 14, NATO-ს მოკავშირე და ორი ძალიან ახლო პარტნიორი.
სამხედრო ლიდერები ვარაუდობენ, რომ შემთხვევითი არ არის, რომ NATO-ს სამხედრო წვრთნები უფრო მასშტაბურია, ვიდრე წინა წლებში.
- NATO-ს გენმდივანმა შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხი ერდოღანთან განიხილა
- სტოლტენბერგი: პუტინს ნაკლები NATO სურდა, თუმცა უფრო მეტ NATO-სა და ალიანსის უფრო მეტ წევრს იღებს
5-დან 17 ივნისამდე სწავლებას ფინეთის საზღვაო ძალების 200-მდე პერსონალი შეუერთდება. აშშ-ის მთავარი გენერალი მარკ მილი პარასკევს შეხვდა ფინეთის პრეზიდენტს საული ნიინისტოს და ალიანსში გაწევრიანებისადმი აშშ-ის მხარდაჭერა დაუდასტურა.
თურქეთი, რომელიც NATO-ს წევრია 1952 წლიდან, ვეტოს უფლებას იყენებს, რათა შვედეთსა და ფინეთს პოლიტიკის შეცვლა აიძულოს. კერძოდ, თურქეთი ითხოვს:
- შვედეთმა და ფინეთმა ეთნიკური ქურთული ჯგუფების მხარდაჭერა შეწყვიტონ, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს.
- შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა.
- ექსტრადირება იმ თურქების, რომელთაც 2016 წელს, წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ, შვედეთსა და ფინეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიეცა.
რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.