ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი საქართველოს ახალ წელს Europetime-ის გვერდიდან ულოცავს და იმედოვნებს, რომ მომავლ წელს საქართველოს NATO-ს რიგებში იხილავს:
„საუკეთესო სურვილებით გილოცავთ ყველას შობა-ახალ წელს. ყოველთვის მომწონდა ახალი წელი, რადგან ის რაღაც ახლის საწყისია. იმედი მაქვს, მომავალი წელი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების და საქართველოში ამერიკის სტრატეგიული ინტერესის აღორძინების წელი იქნება. ძალიან ვამაყობ ჩვენი ელჩით, მაგრამ მას სჭირდება დახმარება, როგორც მთავრობისგან, ასევე კონგრესისგან. ასე რომ, ეს არის ჩემი მნიშვნელოვანი სურვილები 2021 წლისთვის.
მეორე - ვისურვებდი, რომ ახალგაზრდებმა ისევ ირწმუნონ საკუთარი მომავლის ძლიერი მედიის, პოლიტიკოსების მიერ ნდობის მოპოვების, ეკონომიკური კეთილდღეობის შედეგად. მესამე სურვილია, წელს საქართველო NATO-ს წევრი ქვეყანა გახდეს. არ ვიცი, ეს რამდენად მოხდება, მაგრამ ვიცი, რომ ახალი ადმინისტრაცია ამას ძალიან ეცდება.
საქართველოს მამაცი ჯარისკაცები იმსახურებენ მხარდაჭერას, რომელიც NATO-ს წევრობას თან ახლავს.საქართველოს მოსახლეობამ უკვე ძალიან ბევრი გააკეთა, რათა ეს დაემსახურებინა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მოთმინება და შეუპოვრობა NATO-ში წევრობით დაჯილდოვდება“.