საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა განაცხადა, რომ თურქეთის ბოლოდროინდელი რიტორიკა საბერძნეთის წინააღმდეგ, აჩვენებს, რომ ანკარის აგრესია ძლიერდება.
„ეს რიტორიკა სკეპტიკოსებსაც კი არწმუნებთ, რომ თურქეთის აგრესია ათენის წინააღმდეგ რეალობაა“, - აღნიშნა ბერძენმა დიპლომატმა.
- უცხოური მედია: თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საბერძნეთის ელჩი გამოიძახეს
- საბერძნეთი NATO Tiger Meet 2022-ს მასპინძლობს. რატომ არ მონაწილეობს თურქეთი საჰაერო წვრთნებში
საბერძნეთი და თურქეთი საჰაერო სივრცის არაერთხელ დარღვევაში დაახელოებით, ერთმანეთს ერთვი თვის წინ ადანაშაულებდნენ. თურქეთმა განაცხადა, რომ NATO-ს წევრი საბერძნეთი თურქეთის საჰაერო სივრცეში „სამ დღეში ოცდაათჯერ“ შევიდა. მანამდე, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისიც მსგავსი პრეტენზიებით გამოვიდა. მიცოტაკისმა განაცხადა, რომ თურქეთის სამხედროები ახორციელებდნენ უნებართვო ფრენებს საბერძნეთის რამდენიმე დიდ კუნძულზე.
მიცოტაკისმა ისიც აღნიშნა, რომ დაუკავშირდა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რათა თურქეთის მიერ საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევის შესახებ ეცნობებინა.
„ეს ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას და NATO-ს ერთიანობას“, - განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა. საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური საჩივრის მისაღებად, ათენში თურქეთის ელჩიც დაიბარა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მხრივ, მოუწოდა საბერძნეთს, „შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები და რიტორიკა“ და მხარი დაუჭიროს ახლახან განახლებულ მოლაპარაკებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ნდობის დამყარებას.
NATO-ს წევრებს საბერძნეთსა და თურქეთს დიდი ხანია, უთანხმოება აქვთ, ნავთობით და მინერალებით მდიდარ ეგეოსის ზღვაში საჰაერო და საზღვაო უფლებების შესახებ. უთანხმოებამ გამოიწვია საჰაერო ძალების თითქმის ყოველდღიური პატრულირება ძირითადად საბერძნეთის კუნძულების ირგვლივ, სადავო საჰაერო სივრცეში, რომელზეც თურქეთმა არაერთხელ გამოთქვა პრეტენზია, თავად კი, მისი მხრიდან რაიმე სახის დარღვევას უარყოფს.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასულ თვეს მოლაპარაკებები გამართეს და შეთანხმდნენ, რომ გადაჭრიდნენ თავიანთი ქვეყნების დიდი ხნის უთანხმოებას, ყოველ შემთხვევაში, დაძაბულობის დაფარვას, რადგან უკრაინაში კონფლიქტი მძვინვარებს.