საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველო-ბელგიას შორის დიპლომატიური კავშირების დამყარებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თბილისი ორ ქვეყანას შორის კავშირებით გაღრმავების ერთგულია.
„დღეს საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური კავშირების დამყარებიდან 30 წელი შესრულდა. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჩვენ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოების მოწმენი გავხდით, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მომავალ წლებში ბელგიასთან კავშირები გავაღრმაოთ“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის 1992 წლის 5 ივნისს დამყარდა. ბელგიის სამეფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა 1993 წელს გაიხსნა.