აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა 2021 წლისთვის საქართველოს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან კიდევ უფრო დაახლოებას უსურვებს. მეთიუ ბრაიზა ამის შესახენ Europetime-თან საახალწლო მილოცვაში საუბრობს:
„საქართველოს პირველ რიგში ვუსურვებ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან კიდევ უფრო დაახლოებას - ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც უკავშირდება ანაკლიას და კავკასუს ონლაინს - ისინი შექმნიან ეკონომიკურ კავშირებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის.
ასევე, 2021 იქნება წელი, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია ქართველ მეგობრებთან ერთად იმუშავებს ალიანსში ინტეგრაციისთვის.
ამასთან, ქართველ ხალხს განსაკუთრებით ვუსურვებ პოლიტიკურ სტაბილურობას, რომ ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ როგორღაც ახალი გზა გამოძებნონ თანამშრომლობისთვის. ტრანსატლანტიკურ მისწრაფებებს ეს მხოლოდ წაადგება.
და ბოლოს, ქართელებს რა თქმა უნდა ვუსურვებ ჯანმრთელობას, პანდემიის დასრულებას და ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებას“.