„ვიმედოვნებ, რომ 2021 წელს საქართველო მშვიდობიანად წინ წავა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და უფრო მეტი კეთილდღეობისკენ“, - ამის შესახებ ამერიკელი ანალიტიკოსი, ლინკოლნ მიტჩელი Europetime-თან საახალწლო მილოცვაში საუბრობს:
„ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ახალი წელი მივულოცო ჩემს ქართველ მეგობრებს და ბედნიერი, ჯანმრთელი 2021 ვუსურვო. 2020 წელი იყო საკმაოდ რთული ჩვენი ქვეყნებისთვის და იმედი მაქვს, მომავალი წელი უკეთესი იქნება. ასევე ვიმედოვნებ, რომ 2021 წელს საქართველო მშვიდობიანად წინ წავა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და უფრო მეტი კეთილდღეობისკენ; ასევე - ორივე ქვეყანა შეძლებს, დაძლიოს შიდა კონფლიქტები და დავები, რომლებიც ბოლო რამდენიმე ათლწლეულს ახასიათებდა“.