ემანუელ მაკრონი: 2021 წლის პირველი თვეები რთული იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისის გამო, 2021 წლის პირველი თვეები რთული იქნება. ეს განაცხადება სატელევიზიო მიმართვისას გააკეთა.

„2021 წლის პირველი თვეები რთული იქნება. 2021 წელს, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ შევძლებთ ჯანდაცვის, ეკონომიკურ და სოციალურ, ტერორისტულ და კლიმატურ კრიზისებთან გამკლავებას.

წლის პირველი თვეები რთული იქნება და სულ მცირე, გაზაფხულამდე მაინც ეპიდემია ჩვენი ქვეყნის ცხოვრების მძიმე ტვირთი იქნება“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.