პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ („ალტ-ინფო) სასამართლომ 216 ათასი ლარით დააჯარიმა. მანამდე, პარტიის წინააღმდეგ სასამართლოს აუდიტის სამსახურმა მიმართა.
აუდიტის სამსახური აცხადებდა, რომ 2021 წლის დეკლარაცია არასწორად იყო შევსებული. კერძოდ, პარტია უთითებდა, რომ დეკემბერში ფინანსური ბრუნვა არ ჰქონია, სწორედ ამ დროს გახსნა პარტიამ ოფისები. გარდა ამისა, საუბარი იყო არაფულადი შემოწირულებების დამალვაზე. კერძოდ, პარტიამ აუდიტის სამსახურში არ წარადგინა ინფორმაცია არაფულად შემოწირულებებზე - ბრენდირებული მასალის დაბეჭდვასა და რეგიონული ოფისების რემონტზე. იყო შემთხვევები, როცა პარტიამ ოფისი ხელშეკრულების გარეშე იქირავა. საუბარი იყო 72 ათას ლარზე.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.