დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ორი საეჭვო შემთხვევიდან ერთ შემთხვევაში ინფექცია არ დადასტურდა, მეორე შემთხვევას კი იკვლევენ.
- ივანე ჩხაიძე: დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვინც 1980 წლამდეა დაბადებული, „მაიმუნის ყვავილი“ მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენს
- „მაიმუნის ყვავილის“ სადიაგნოსტიკოდ საქართველოში სპეციალური პისიარ ტესტები შემოვა - ამირან გამრელიძე
„კვლევის ეტაპზე არსებული შემთხვევის დეტალებზე, მათ შორის იმაზე, აქვს თუ არა პაციენტს მოგზაურობის ისტორია, ვერ ისაუბრებს“, - განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს პაატა იმნაძემ.
- რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს
- ბელგიამ მაიმუნის ყვავილით დაავადებულთათვის კარანტინი შემოიღო
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კონტროლზეა აყვანილი გამონაყრით მიმდინარე შემთხვევები. ამ კვირაში კი ქვეყანა ინფექციის გამოსავლენ პისიარტესტებს ელოდება, რომელიც საშუალებითაც ტესტირების პასუხის მიღება ორ საათშია შესაძლებელი.
„მაიმუნის ყვავილი“ ამ დრომდე მსოფლიოს 27 ქვეყანაში 800-მდე პაციენტს გამოუვლინდა.