ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის რეკომენდებული პრეპარატების სიაში შეიყვანა.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Comirnaty-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის რეკომენდებული პრეპარატების სიაში შეიყვანა. Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა პირველი ვაქცინა გახდა, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო ავტორიზაცია მიიღო“, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ დასკვნამ ცხადყო, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა უსაფრთხოებისა და ეფექტურობის სავალდებულო კრიტერიუმებს შეესაბამება.
21 დეკემბერს ევროკომისიამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა ევროკავშირის ბაზარზე დაუშვა.