უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგი კოლეგის სიტყვებს მწვავედ უპასუხა. ვოლოდიმირ ზელენსკის უკმაყოფილება მაკრონის შეფასებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთი არ უნდა დავამციროთ.
„მე არ მესმის, რას ნიშნავს რუსეთის დამცირება, რომელ რუსეთზე, რაზე ვსაუბრობთ, იმაზე, რომ ამდენი წელი, 8-ზე მეტია, ხოცავენ ჩვენს ხალხს. არც კი ვფიქრობ, რომ უკრაინას ამცირებენ, რადგან ეს სუსტი პოზიციაა. ჩვენ არავინ გვამცირებს, ჩვენ გვკლავენ. ამიტომ, სანაცვლოდ არავის დამცირებას არ ვაპირებთ, იგივე ინსტრუმენტით ვუპასუხებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.