დღეს გამოვლენილი ინფიცირების 990 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 426 შემთხვევა, აჭარა - 72, იმერეთი - 167, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 83, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 68, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ ეტაპზე აქტიური შემთხვევაა 10 864, საიდანაც, 4 664 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 236, აჭარაში - 397, იმერეთში - 931.
მძიმეა 921 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა, მათ შორის, თბილისში - 436, აჭარაში - 91, იმერეთში - 232.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 322 პირი, მათგან თბილისში - 197, აჭარაში - 25, იმერეთში - 47.
858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 242 - თბილისში, 457 - აჭარაში, 53 - იმერეთში. 5 342 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 415 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 156, აჭარაში - 72, ხოლო იმერეთში - 68. სულ 6 ოქტომბრიდან - 31 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 136 ადამიანი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 30 732 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 946, აჭარაში - 2 800, იმერეთში - 3 382.