ომი უკრაინაში გავლენას ახდენს სურსათის ფასებზე მთელ მსოფლიოში - აშშ-ის ხაზინის მდივანი

აშშ-ის ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ ინფლაცია „მიუღებელ დონეზეა“, მაგრამ ასევე ცდილობდა, ხაზი გაესვა, რომ ეს არ არის მხოლოდ შეერთებული შტატების პრობლემა. „პუტინის ომი უკრაინაში გავლენას ახდენს ენერგიისა და სურსათის ფასებზე გლობალურად.

„ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ინფლაციას განიცდის. თქვენ ხედავთ ამას მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში“, - განუცხადა ილენმა კანონმდებლებს.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ არის დაზღვეული გლობალური ენერგეტიკული შოკებისგან.

„ჩვენ ვართ ნავთობის გლობალური ბაზრების ნაწილი, რომლებიც ექვემდებარება გეოპოლიტიკურ გავლენას“, - აღნიშნა იელენმა.

მისი თქმით, „ამ ბაზრების გლობალური ბუნების გათვალისწინებით, პრაქტიკულად შეუძლებელია, თავის დაცვა ისეთი შოკებისგან, როგორიც რუსეთში ხდება, რაც ნავთობის გლობალურ ფასებზე ახდენს გავლენას“.

მანვე დაამატა, რომ მნიშვნელოვანია, შეერთებული შტატები „უფრო დამოკიდებული გახდეს ქარისა და მზის ენერგიაზე, რომლებიც გეოპოლიტიკურ გავლენას არ ექვემდებარებიან“.