დღეს, 21:00 საათიდან კვლავ ძალაში შედის ქვეყნის მაშტაბით გადაადგილების შეზღუდვაზე დაწესებული შეზღუდვები.
წესის დარღვევისთვის მოქალაქე 2000 ლარით დაჯარიმდება, გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური საშვებით, რომლის მიღებაც ცხელ ხაზზე - 144-ზე დარეკვით არის შესაძლებელი.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ტრანსპორტისა და მოქალაქეების გადაადგილებაზე შეზღუდვა გამონაკლისის სახით მოხსნილი იყო 31 დეკემბრის ღამეს.
გამონაკლისი იქნება 6 იანვრის ღამე, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს.