სერბეთი ინახავს სიმძლავრეს აზერბაიჯანიდან გაზის მისაღებად, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა ზორანა მიხაილოვიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი სერბეთს ყოველწლიურად აწვდის 2,2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, ხოლო ქვეყნის გაზის მოხმარება წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.
„განსხვავება ნაწილობრივ უზრუნველყოფილი იქნება უნგრეთის გაზის საწყობიდან, ნაწილობრივ ბანაცკი დვორის გაზსაცავიდან და მომავალ წელს ჩვენ შევძლებთ ნის-დიმიტროვგრადის გაზსადენით მივიღოთ გაზის დაახლოებით 40 პროცენტი. ძირითადად გაზი აზერბაიჯანიდან უნდა მივიღოთ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სიმძლავრეების რეზერვის შესახებ იმ მომენტისთვის, როდესაც დასრულდება ამ გაზსადენის მშენებლობა“, - განაცხადა მიხაილოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით 2021 წლის დეკემბერში დაიწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. TAP-ის მილსადენი სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, რომელიც ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს მიაწვდის.