სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, რომელ ელჩს ვინ სად დანიშნავს

„ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, რომელ ელჩს ვინ სად დანიშნავს“, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას.

„ევროპის ისტორიულ ცენტრში, სადაც გადაწყდა ევროპის იდეა და ევროკავშირის შექმნა, საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხები წყდება. წყდება ჩვენი მომავალი და ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, რომელ ელჩს ვინ სად დანიშნავს. ამ ყველაფერზე კომენტარებს უთუოდ გავაკეთებ, როდესაც თბილისში ვიქნები და არა მაშინ - როდესაც ვიმყოფები ევროპის გულში, ჩვენთვის ევროპის გზაზე გადამწყვეტ მომენტში. თუ ეს გზა გვინდა, ამ გზაზე მყარად უნდა ვიდგეთ და სხვა რაღაცებზე არ ვფიქრობდეთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშილმა. 

პრეზიდენტი იტალიაში ვიზიტით იმყოფება. სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.