დავით ბერძენიშვილის მიმართ ძალადობით განხორციელებულ დევნაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

დავით ბერძენიშვილის მიმართ ძალადობით განხორციელებულ დევნაში ბრალდებულ ირაკლი ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მიიღო.

ამასთან, პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ის ბრალდებულის 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.


 ასევე წაკითხეთ:

ხათუნა სამნიძისა და დავით ბერძენიშვილის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა