NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ამერიკულ გამოცემა Foreign Policy-სთან ინტერვიუში აღიარა, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე NATO-მ შეცდომა დაუშვა, როცა უკრაინასა და საქართველოს ე.წ. წევრობის სამოქმედო გეგმა არ მიანიჭა.
„ჩვენ შეცდომა მრავალი წლის წინ დავუშვით. პირველი შეცდომა იყო 2008 წელს, როდესაც NATO-ს სამიტი გვქონდა ბუქარესტში, სადაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გახდებოდნენ, მაგრამ ჩვენ ვერ შევთანხმდით მათთვის ე.წ. წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე. NATO-ს გაყოფამ პუტინს არასწორი გზავნილი გაუგზავნა, რომელიც რამდენიმე თვეში, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს თავს დაესხა“, -აღნიშნა რასმუსენმა.