ახალი წლის ღამეს, დაახლოებით ღამის 3 საათზე, დიდუბეში, რბილი ავეჯის საწარმო "ბუბა ჯორჯიაში" ცეცხლი გაჩნდა.
საამქროს დამფუძნბლის თქმით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი პიროტექნიკა გახდა.
მისივე ინფორმაციით, ზარალი მილიონ ლარზე მეტი იქნება.
ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.