ახალი წლის ღამეს, პარლამენტის წინ, თბილისის მთავარი ნაძვის ხის ნათურები დაზიანდა.
ნაძვის ხის ნაწილი მთლიანად ჩამქრალი იყო.
როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურმა აღნიშნა, ეს, სავარაუდოდ, დაუდევრობით მოხდა და დაზიანებული ნათურების აღდგენის პროცესი უკვე დაიწყეს.
მათივე ინფორმაციით, ნაძვის ხე პირვანდელ სახეს დღეს, პირველი იანვრის საღამოს დაუბრუნდება.