2021 წლის დადგომასთან ერთად ევროსაბჭოსა და ეუთოში წარმომადგენლობა შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. .
პირველ იანვარს როტაციით, პორტუგალიამ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა ჩაიბარა, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა კი შვედეთი გახდა.
ლისაბონის უფლებამოსილების ვადა 6 თვეს გაგრძელდება. „ეს პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა პორტუგალიისთვის მიიღოს ესტაფეტა გერმანიისგან და კანცლერ ანგელა მერკელისგან“, - ამის შესახებ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიუ კოშტამ Twitter-ზე დაწერა.