რეჟისორ თემურ ჩხეიძეს დღეს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

რეჟისორ თემურ ჩხეიძეს დღეს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თემურ ჩხეიძის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს, 12:00-15:00 საათამდე, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება.


ქართველი რეჟისორი, თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში 5 ივნისს გარდაიცვალა.

დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი, მათ შორის, მოზარდ მაყურებელთა თეატრში.