კონგრესმენი ადამ კინზინგერი აშშ-ში საქართველოს ელჩთან გამართული შეხვედრის შესახებ აღნიშნავს, რომ ბევრ საკითხთან ერთად, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი განიხილეს.
„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა აშშ-ში საქართველოს ახალ ელჩთან, დავით ზალკანიანთან. ბევრი რამ განვიხილეთ, მაგრამ განსაკუთრებით, არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ. საქართველო არის მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენი რუსეთის წინააღმდეგ“, - წერს კინზინგერი.
ინფორმციისთვის, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდა.