მარკეტა გრეგორევა:

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგორევა განცხადებით, მისი ჯგუფი მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუციის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილის სანქციებს ხმას არ მისცემს.

„მინდა, პერსონალური განცხადება გავაკეთო ქართველი მეგობრების მისამართით, მთავრობის და ამ ორგანოს მისამართით. ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, ჩვენ შეგვიძლია, მისი კრემლთან კავშირების მტკიცებულებები ვიპოვოთ და მისთვის შესაძლო სანქციების დაწესება მომავალში შესაძლებელი იქნება, თუმცა მედიის თავისუფლების შესახებ ამ ძალიან მნიშვნელოვან და ზუსტ რეზოლუციაში ამის ადგილი არ არის. შესაბამისად, ჩვენს ჯგუფს ხმის წინააღმდეგ მიცემა მოუწევს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილია არის პრობლემა საქართველოში არსებული ბევრი პრობლემის უკან. მინდა, ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა ეს მოისმინონ“, - განაცხადა მარკეტა გრეგორევამ.


ინფორმაციისთვის, „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ' ევროპარლამენტში რეზოლუციის 7 პროექტია რეგისტრირებული. 9 ივნისს ევროპარლამენტი შეთანხმებულ ტექსტს უყრის კენჭს.