„დღეს ჩვენს ცხოვრებას ომი, მტრობა და მრავალი დამანგრეველი მოვლენა წარმართავს." - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ ახალი წლის მილოცვისას.
რომის პაპს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ქრონიკული რადიკულიტი დაუდგინეს, საახალწლო ღონისძიებას მაინც დაესწრო და საზოგადოებასაც მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პაპმა ხუთშაბათი საღამოსა და პარასკევი დილის წირვაზე დასწრება ვერ შეძლო.
ვატიკანის ცნობით, მას ზურგისა და ფეხების ძლიერი ტკივილი აწუხებდა. მიუხედავად ამისა, მან დღეს ვატიკანის აპოსტოლური სასახლის ბიბლიოთეკიდან საზოგადოებას მიმართა.
„დღეს ჩვენს ცხოვრებას ომი, მტრობა და მრავალი დამანგრეველი მოვლენა წარმართავს. გასული წლის მტკივნეულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით პანდემიამ, გვასწავლა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვების პრობლემებით დაინტერესება და მათი გაზიარება“ - განაცხადა პაპმა.