ინდოეთში, მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანიზაციამ, გადაუდებელი მოხმარებისთვის, AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინა პირველად დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფრომაციას Reuters-ი ავრცელებს.
ოფიციალურ დელის სურს, ვაქცინაციის პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს - აცხადებს სააგენტოს წყარო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამის შესახებ კომენტარს ჯერ არ აკეთებენ და ამ დრომდე, ოფიციალური განცხადებაც არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ 30 დეკემბერს, Oxford/AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმაც დაამტკიცა.