რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკრაინელების განადგურების სურვილის შესახებ განცხადებებში რუსეთის პოლიტიკის ნამდვილი მიზანი უკრაინის მიმართ მკაფიოდ გამოხატა. ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა მაიკლ კარპენტერმა ხუთშაბათს, 9 ივნისს, ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ამერიკელმა დიპლომატმა დაამატა, რომ კრემლი წინ უძღვის გეგმას, რომელიც მედვედევმა აშკარად ჩამოაყალიბა.
„ენა, რომლითაც რუსეთის წარმომადგენლები საუბრობენ, მათ შორის ამ საბჭოში, აშკარად ემთხვევა რუსეთის ძალების მოქმედებებს ადგილზე. მართლაც, სიტყვა „ნაცისტი“ რუსულ ოფიციალურ ენაზე უბრალოდ ნიშნავს ნებისმიერ უკრაინელს, რომელიც მხარს არ უჭერს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - აღნიშნა კარპენტერმა.
აშშ-ის ელჩმა გააკრიტიკა რუსეთის დელეგაცია ეუთოში და ტყუილში დაადანაშულა, მათ შორის რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და ომის დანაშაულების უარყოფა.
„აქ ყველამ იცის, რომ ბუჩა და ბოროდიანკა, მარიუპოლი და ხერსონი ისტორიაში დარჩებიან, როგორც ომის ენით აუწერელი დანაშაულების ადგილები“, - განაცხადა კარპენტერმა.