ჩრდილოეთ იტალიაში გაუჩინარდა სამოქალაქო ვერტმფრენი, რომელშიც შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ ANSA იუწყება.
ადგილობრივი კომპანია Avio-სგან იჯარით აღებული ვერტმფრენი, რომელიც ტურისტულ და კომერციულ ფრენებს ახორციელებს, ტოსკანის ქალაქ ლუკადან ვენეტოს პროვინციაში ტრევიზოში მიემართებოდა.
ვერტმფრენმა მთებზე კონტაქტი 9 ივნისს, დილით, უამინდობის გამო დაკარგა. კომპანიის განცხადებით ვერტმფრენს გამოცდილი 33 წლის პილოტი მართავდა.
თურქული მედია წერს, რომ მგზავრებს შორის იყო თურქეთის ოთხი მოქალაქე - თურქული კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც გამოფენაზე უნდა წასულიყვნენ. დანარჩენი ორი სავარაუდოდ ლიბანის მოქალაქეა.