აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამუშაო ვიზების რამდენიმე კატეგორიაზე შეზღუდვების ვადა გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News ავრცელებს.
ტრამპის მიერ გამოცემული განკარგულებით, СOVID19-თან ბრძოლის ფარგლებში, სამუშაო ვიზებზე შეზღუდვა 2021 წლის მარტამდე იქნება ძალაში.
თეთრი სახლის განცხადებით, ეს შეზღუდვა აშშ-ის მოსახლეობისთვის, პანდემიის დროს სამუშაო ადგილების შემცირების ფონზე დასაქმების ახალ შესაძლებლობას გააჩენს.
აშშ-ში სამუშაო ვიზების შეზღუდვების შესახებ ბრძანებას დონალდ ტრამპმა 2020 წლის ივნისში მოაწერა ხელი.
კერძოდ, საუბარია H1-B, L-1, H-2B და ასევე J კატეგორიის ვიზებზე, რომლებიც განკუთვნილია როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის, ასევე სეზონურად დასაქმებულებისთვის და გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვის.