რეჟისორი ეჟენ გრინი სან-სებასტიანის ფესტივალიდან უნიღბოდ მისვლის გამო გააგდეს

ფრანგი რეჟისორი და დრამატურგი ეჟენ გრინი სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალიდან ნიღბის გაკეთებაზე უარის თქმის გამო გააგდეს.

ინციდენტი გრინის ახალი ფილმის Atarrabi & Mikelats-ის პრემიერაზე მოხდა.

"ფესტივალის ორგანიზატორებმა ეჟენ გრინს დამცავი ნიღბის გაკეთება ხუთჯერ სთხოვეს. გრინს ჩამოერთმევა აკრედიტაცია ფესტივალის პერსონალისა და მაყურებლის მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის უგულებელყოფის გამო". – წერია ფესტივალის განცხადებაში.

ფესტივალმა რეჟისორს შესაძლოა ადგილობრივ პოლიციაში უჩივლოს, რომელიც ვალდებულია დამრღვევი დააჯარიმოს.