23-24 ივნისს დაველოდები, მანამდე მე, უბრალოდ, შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ უფრო მეტი არ ვილაპარაკო ჩვენი ხალხის წინაშე. თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხისთვის, ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული „რეზოლუცია მისთვის არაფრის მთქმელი არ არის და “ეს არის პოლიტიკურად მიკერძოებული“ დოკუმენტი.
"ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ. ჩვენ ვართ-ერთი ყველაზე უძველესი ცივილიზაცია მსოფლიოში, უძველესი კულტურით და ჩვენი ძლაიან მაგარი, ამაყი ხალხით. რა თქმა უნდა, აქ ამპარტავნობაზე არ არის საუბარი, მაგრამ ჩვენ ახლა ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს, მაგრამ როცა საუბარი არის დამსახურებაზე დაფუძნებელ გადაწყვეტილებაზე, ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ. მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას.
23-24 ივნისს დაველოდები, მანამდე მე, უბრალოდ, შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ უფრო მეტი არ ვილაპარაკო ჩვენი ხალხის წინაშე. თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხისთვის, ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს გფარდას ავხდი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ასევე წაიკითხეთ:
- ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვას ვუსვამ ყველას, თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, მაშინ ის ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა?!
- პრეზიდენტი: ბრიუსელიდან მინდოდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა, თუმცა უარი მივიღე - თურმე, მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა