იტალიაში, რადარებიდან გაუჩინარებული ვერტმფრენის ნამსხვრევები იპოვეს

იტალიაში, ტოსკანასთან ახლოს იპოვეს ვერტმფრენის ნამსხვრევები, რომელიც რადარებიდან ხუთშაბათს გაუჩინარდა. ამის შესახებ თურქულია მედია იუწყება.

ვერტმფრენის ბორტზე 7 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან ოთხი თურქეთის მოქალაქე. წინასწარი მონაცემებით ავიაკატასტროფას ყველა ემსხვერპლა. ტრაგიკული ინციდენტის მიზეზები დგინდება.


შეგახსენებთ, რომ ვერტმფრენმა მთებზე გადაფრენისას აეროპორტთან კონტაქტი 9 ივნისს, დილით, უამინდობის გამო დაკარგა. კომპანიის განცხადებით, ვერტმფრენს გამოცდილი 33 წლის პილოტი მართავდა.