თურქეთში კორონავირუსის ახალი შტამით დაინფიცირების15 შემთხვევა დაფიქსირდა.
თურქეთი 33-ე ქვეყანა გახდა, სადაც კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა, - აღნიშნულ ინფორმაციას Newyorktimes ავრცელებს.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეტინ კოჩამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ამ შტამით ინფიცირებული 15 ადამიანი იზოლაციაში იმყოფება. ამჟამად მიმდინარეობს ინფიცირებულების კონტაქტების დადგენა და მათი კარანტინში გადაყვანა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული შემოწმების დროს, ვირუსი ბრიტანეტიდან დაბრუნებული ადამიანების გარდა, სხვას ადამიანებს არ დადასტურებია.
„ჩატარებული კვლევების შედეგად, კორონავირუსის მუტირებული ვარიანტი 15 ადამიანს გამოუვლინდა. აღნიშნული პირები თურქეთში დიდი ბრიტანეთიდან შემოვიდნენ. დიდი ბრიტანეთიდან თურქეთში შემოსვლა დროებით შეჩერებულია“, - ეს განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა Twitter-ზე გაავრცელა.