ახალი წლის ღამეს #2 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის საახალწლო კონცერტი ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
ღონისძიებაში ჩართვის სურვილი 14-მა ხელოვანმა გამოთქვა და მათ მსჯავრდებულებს 2021 წლის დადგომა სხვადასხვა ნომრებით მიულოცეს.
არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა საახალწლო თემაზე შესრულებული კომპოზიციები მოისმინეს, შესრულდა ქორეოგრაფიული ნომრებიც.
ცნობისთვის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ახალ წელს ოჯახის წევრებთან ერთად, ბენდის თანხლებით აღნიშნავდნენ ხოლმე.
წელს, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის საახალწლო ღონისძიება დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა.