უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბორის ნემცოვის წლევანდელი პრემიის მფლობელი გახდა. ამის შესახებ ბორის ნემცოვის ფონდი - თავისუფლებისთვის იტყობინება.
საომარ ვითარებაში ფონდმა ჯილდოზე უკრაინელი წარმომადგენლების წარდგენა გადაწყვიტა. კანდიდატებს შორის იყვნენ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, Okean Elzy ბენდის ლიდერი სვიატოსლავ ვაკარჩუკი, პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი და სხვები.