ფრენების შემცირების მიუხედავად, 2020 წელს მსოფლიოში ავიაკატასტროფისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა.
გასული ერთი წლის განმავლობაში, მსოფლიოში ავიაკატასტროფისას დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა გაიზარდა, - აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი, ჰოლანდიურ საკონსულტაციო კომპანია To70-ზე დაყრდნობით, ავრცელებს.
2020 წელს, საავიაციო სფეროში 40 ინციდენტი დაფიქსირდა, საიდანაც ხუთი ფატალური აღმოჩნდა და შემთხვევებს, ჯამში, 299 ადამიანი ემსხვერპლა.
2019 წელს 86 ინციდენტი აღწერეს, მათგან რვა დასრულდა ფატალურად და ჯამში, 257 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.