ბისმილა აიმაკი მეხუთე ჟურნალისტია, რომელიც ავღანეთში მოკლეს

ავღანელი ჟურნალისტი ბისმილა აიმაკი, შეიარაღებული პირებებმა ცეცხლსასროლი იარაღით ავღანეთში, ღორის ცენტრალურ პროვინციაში მოკლეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ადგილობრივი რადიოსადგურის მთავარი რედაქტორი ბისმილა აიმაკი, სულ მცირე, მეხუთე ჟურნალისტია, რომელიც ავღანეთში ბოლო ორი თვის განმავლობაში მოკლეს.

გავრცელებული ინფრომაციით, აიმაკი ერთი თვის წინ გადაურჩა სიკვდილს.

გამოცემის თანახმად, ინციდენტების უმეტესობა ნებისმიერი შეიარაღებული ჯგუფის მიერ შეიძლება ორგანიზებული, მაგრამ ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მკვლელობების უმრავლესობაში თალიბები დაადანაშაულეს.