მანჰეტენის უბანში მდებარე ბინაში გაერო-ს დიპლომატი გარდაცვლილი იპოვეს

გაერო-ს დიპლომატი ნიუ-იორკის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა NewYorkPost-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის ქალი მანჰეტენის უბანში მდებარე ბინის საძინებელში აღმოაჩინეს, რომელსაც კისერზე ქამარი ჰქონდა შემოხვეული. პოლიციელებმა ასევე აღმოაჩინეს ანტიდეპრესანტის ანოტაციები და ორი ბოთლი მელატონინი – ერთი ცარიელი და მეორე თითქმის ცარიელი.

მედიის ცნობით, გაერო-ს დიპლომატი ბინაში ორი წლის განმავლობაში მარტო ცხოვრობდა.

რომელი სახელმწიფოს მუდმივ წარმომადგენლობაში მუშაობდა გარდაცვლილი დიპლომატი ან რომელი ქვეყნის მოქალაქე იყო, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.