ჩვენ უსაფრთხოების გარანტიას NATO-ს ქოლგის ქვეშ ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარე მასუდ გარახანთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
„როგორც იცით, რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ იყო 2008 წელს. ეს ისტორიის მხოლოდ ერთი ნაწილია. იგივე ხდებოდა 1990-იანებში. ჩვენ უსაფრთხოების გარანტიას NATO-ს ქოლგის ქვეშ ვხედავთ. შესაბამისად, ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ახლა, 2022 წელს, ივნისის მადრიდის სამიტისთვის იქნება ის დრო, კიდევ ერთხელ გაიგზავნოს საქართველოს მხარდამჭერი სიგნალი ქართველი ხალხისთვის და შესთავაზონ არა მხოლოდ ღია კარი, არამედ ის გზა, როგორ შეუძლია საქართველოს, გახდეს NATO-ს წევრი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.