4 იანვარს პარლამენტი „პატრიოტთა ალიანსის“ მანდატების გაუქმების საკითხზე იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტი 4 იანვარს ჩანიშნულ რიგგარეშე სესიაზე, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართვაზე იმსჯელებს.

პატრიოტთა ალიანსმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 4 მანდატი მოიპოვა. პარლამენტში შესვლაზე თანხმობა მხოლოდ ერთმა წევრმა ავთო ენუქიძემ განაცხადა.

საპარლამენტო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ მიმართეს.

საპარლამენტო უფლება მოსულების შეწყვეტა რამდენიმე კვირის წინ მოითხოვეს სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც, გარდა „გირჩი“-სა და „მოქალაქეები“-სა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში პროპორციული სიით 36 მანდატი მოიპოვა. „ევროპულმა საქართველომ“ - 5, „სტრატეგია აღმაშენებელმა “-4, „ლელომ“-4, „გირჩმა“ - 4, „პატრიოტთა ალიანსმა“- 4 „მოქალაქეებმა“ - ორი , „ლეიბორისტულმა პარტიამ“ კი - ერთი.

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.