CNN: ბოლო 48 საათში ირანმა სპარსეთის ყურის საზღვაო ძალებში საბრძოლო მზადყოფნის დონე გაზარდა

აშშ და ირანი ერთმანეთს სპარსეთის ყურეში საომარი დაძაბულობის გაზრდაში ადანაშაულებენ.

CCN-ის ინფორმაციით, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა დაადგინა რომ გასული 48 საათის განმავლობაში ირანმა სპარსეთის ყურის საზღვაო ძალებში საბრძოლო მზადყოფნის დონე გაზარდა.

როგორც ამერიკულ ტელეკომპანიას აშშ-ის სადაზვერვო უწყებიდან აცნობეს, ირანს ერაყის ტერიტორაზე მოკლე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები გადააქვს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, 3 იანვარს ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობიდან სამი წელი სრულდება და შესაძლოა ირანი შურისძიებას თავდასხმის სახით გეგმავდეს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა კვირის დასაწყისში თქვა, რომ აშშ თეირანთან ომის გაჩაღებისთვის საბაბს ეძებს და ამას მოწმობს სადაზვერვო ინფორმაცია.