უისკონსინის შტატში დააკავეს ფარმაცევტი, რომელმაც, სავარაუდოდ, კორონავირუსის ვაქცინის 500-ზე მეტი დოზა გაანადგურა, - აღნიშნულ ინფორმაციას NBCnews ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფარმაცევტი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მან ავრორას საავადმყოფოს მაცივარში კორონავირუსის ვაქცინის 500-ზე მეტი ფლაკონი არ მოათავსა და შენახვის წესები დაარღვია.
გრაფტონის პოლიციამ ფარმაცევტის დაკავების შესახებ განაცხადა ხუთშაბათს გააკეთა, მაგრამ არ დაუსახელებია ფარმაცევტის ვინაობა და მოტივი.
პოლიციის თქმით, ფარმაცევტის მიერ მიყენებული ზარალი "სავარაუდოდ 8000-დან 11000 აშშ დოლარამდე იყო."
თავდაპირველად, აღმოჩნდა, რომ Moderna ვაქცინის 57 ფლაკონი - რომელიც ფარენგეიტის 36 – დან 46 გრადუსამდე უნდა ინახებოდეს - შემთხვევით მაცივრის გარეთ დატოვეს ღამით, ეს არის ძირითადი ღირებულებების დარღვევა. - განაცხადეს ავრორას საავადმყოფოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა. როგორც ცნობილია, თითოეულ ფლაკონში დაახლოებით 10 დოზა ვაქცინაა.