ქობულეთში, სოფელ ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. როგორც ცნობილია, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში Europetime-ს განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.