ინდოეთმა AstraZeneca-ს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება ოფიციალურად დაუშვა

ინდოეთმა დაამტკიცა COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც AstraZeneca- სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შეიქმნა. - აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ეს არის კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა, რომლის გამოყენებაც ინდოეთში ოფიციალურად დაუშვეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ინდოეთის ინფორმაციის მინისტრმა დაადასტურა, ინდოეთის მთავრობა კიდევ სამი ვაქცინის ავტორიზაციის შესახებ მსჯელობს.

ინდოეთი კორონავირუსის შემთხვევების რიცხვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ქვეყენაში აღრიცხულია ვირუსის 10 მილიონზე მეტი შემთხვევა.