ჰოვარდ ბაფეტმა უკრაინისთვის $2.7 მილიონის ოდენობით შემოწირულობა გაიღო

ამერიკელი ბიზნესმენისა და მილიარდერის უორენ ბაფეტის შვილის ჰოვარდ ბაფეტის საქველმოქმედო ფონდმა უკრაინისთვის $2,7 მილიონიანი შემოწირულობა გაიღო. შემოწირულობა ორგანიზაცია Spirit of America-ს გადაერიცხა. ეს კომპანია უკრაინას ტერიტორიული თავდაცვის ძალების საჭიროებისთვის 9 50 ადგილიან ავტობუსს გაუგზავნის. ასევე, ეს თანხები მოხმარდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

„ასეთი არაფერი მინახავს ჩემს სიცოცხლეში.მილიონობით ლტოლვილი ცდილობს ქვეყნის დატოვებას...მჯერა, რომ ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას ამ ბრძოლაში. ეს მათთვის რთული ბრძოლაა“, - განაცხადა ჰოვარდ ბაფეტმა.

ჰოვარდ ბაფეტი მილიარდერის უორენ ბაფეტის ვაჟია. ის  Howard G. Buffett Foundation-ს ხელმძღვანელობს.