3 იანვრიდან სავაჭრო მოლები ისევ დაიხურება. ჯერჯერობით უცნობია სავაჭრო ცენტრების მუშაობის შეზღუდვა რამდენი ხნით გაგრძელდება.
2 იანვარი საქართველოს მასშტაბით მდებარე სავაჭრო ცენტრებისთვის ბოლო სამუშაო დღეა.
28 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, სავაჭრო ცენტრები 24 დეკემბრიდან გაიხსნა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაღაზიების სამუშაო საათები დილის 7-დან საღამოს 7 საათამდე განისაზღვრა.
მოქალაქეებს მაღაზიებში საყიდლებზე წასვლა დღეს 19:00-მდე შეეძლებათ.ხვალიდან სავაჭრო სექტორზე ისეთივე შეზღუდვები გავრცელდება როგორიც 24 დეკემბრამდე მოქმედებდა.