თელავში აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია ერთი პირი

თელავის პოლიციის შენობასთან კარვების გაშლის მცდელობისას, პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი დააკავა.

დაკავებული მოძრაობა „საქართველოს“ წევრი გივი ცინცაძეა. ინცინდენტის დროს პოლიციასა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი შეხლა-შემოხლა მოხდა. დაზიანდა კარავიც. ერთი მოქალაქე შეუძლოდ გახდა.

აქციის მონაწილეები 1 იანვარს მომხდარი შემთხვევის დროულად გამოძიებას და ინცინდენტისთვის ტერორისტული აქტის კვლიფიკაციის მინიჭებას მოითხოვდნენ.

1 იანვარს, თელავის თეატრის წინ გაშლილი აქტივისტების კარავში ორი პირი ავტომანქანით შეღწევას შეეცადა, რა დროსაც კარავი დაზიანდა. აქციის მონაწილეების თქმით, ინციდენტის დროს მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა.

ამ დროისთვის ადგილზე ვითარება უკვე განმუხტულია. მანამდე აქტივისტებმა გზის გადაკეტვაც სცადეს.