შემოქმედის ეპარქიის ინფორმაციით, დღეს დილით, 07:00 საათზე ოზურგეთის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის საცხოვრებელი კომპლექსის მეორე სართულს ცეცხლი გაუჩნდა.
სენაკები სრულად არის დამწვარი.
„მადლობა ღმერთს, არავინ დაზარალებულა", - ვკითხულობთ შემოქმედის მიტროპოლიტის, იოსების "Facebook"-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ეპარქიის გავრცელებულ ფოტო-ვიდეო მასალაში ჩანს,განადგურდა სენაკები, დაიწვა ხატები და საყოფაცხოვრებო ნივთები.