შტუტგარტში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა

შტუტგარტში გაიმართა საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ოფიციალური ცერემონია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გენერალური საკონსულო გახსნეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ, მიუნხენის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, მამა თამაზმა და გენერალურმა კონსულმა ლევან ღვაჩლიანმა

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები.