ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების გადაცემა დააანონსა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას დააანონსა.

უკრაინისთვის განკუთვნილი ახალი სამხედრო დახმარების $1 მილიარდანი პაკეტი დამატებით საარტილერიო სამაგრებს, სანაპირო ხომალდსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, საარტილერიო და მოწინავე სარაკეტო სისტემებისთვის საბრძოლო მასალას მოიცავს.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დადგება უკრაინის გვერდით. დაიცავს მის დემოკრატიას და რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის ფონზე მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.